"ძმებს ადიკოს და ალეკოს 20-20 შოლტი გადაარტყი...კალას წითელი შარვალი, ტიგროვი ტუფლაკები გახადე..."- თარგამაძის რჩევა ივანიშვილს

"ევროპული საქართველოს" წევრი გივი თარგამაძე "ფეისბუქით", ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:

"გლუვო, რადგან 100 ქარხანა არა, მაგრამ ამდენი ფბ ბოტი დილიდან ააგუგუნე, აბაროტები რომ არ დაკარგონ, კიდევ უფრო აღფრთოვანდნენ, ბიძინას სამართალი ოჯახის წევრებსაც არ ინდობს და ყველა ჯურის დამნაშავეს გადასწვდებაო, ამისთვის:

ბერას ეჟედნევნიკი დაუჯღაბნე, ოღონდ, შიგ მილიარდდოლარიანი ჩაუკეცე, მართლა რომ არ ეწყინოს;

ძმებს ადიკოს და ალეკოს 20-20 შოლტი გადაარტყი, მაგრამ აბრეშუმის, ნაღდში რომ ესიამოვნოთ;

საყვარელი დეიდაშვილი 2 საათით ხალხმრავალ ადგილას დააყენე, ოღონდ სკაფანდრით, შეუჩვევლობისგან შოკში რომ არ ჩავარდეს;

კალას წითელი შარვალი, ტიგროვი ტუფლაკები გახადე, ხებე ჩააცვი, მარა დოლჩეგაბანასი, რომ არ გადაშენდეს;

ჩხარტიშვილს 4 პაჩკა სიგარეტი ძალით მოაწევინე, ოღონდ მენთოლიანი, რომ არ დაიხრჩოს;

პროკურორ ფხაკაძეს და პოლიციელ ფიფიას საჯაროდ დედა აგინე, ოღონდ ნიჩურტით, რომ იცოდნენ, შენი ძუძუები ლოცავენ;

კალანდია გუდიანით შეაშინე, ოღონდ დღისით, დაძინებამდე რომ შესძლონ ახსნა, სინამდვილეში არ არსებობსო.....

გრიგორიჩ, წააგე - წააგე, რაღას ცირკაჩობ?" წერს თარგამაძე