უცნობი: “რუსთავი 2”-ის ალტერნატიული ტელევიზიის გაკეთება მინდოდა და არ გამაკეთებინეს

უცნობი: “რუსთავი 2”-ის ალტერნატიული ტელევიზიის გაკეთება მინდოდა და არ გამაკეთებინეს

ამის შესახებ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, იგივე უცნობმა “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“მე მოფიქრებული მქონდა პროექტი, რომლითაც ვეცდებოდი, ის არ ყოფილიყო შექმნილი, რა ვითარებაც დღეს არის და გამენეიტრალებინასავით მაინც. უნდოდათ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2” აღარ ყოფილიყო და ამის ერთადერთი შანსი არის ის, რომ გაჩნდეს ალტერნატიული ტელევიზიის გაჩენა, რომლითაც ადამიანს “რუსთავი 2″-დან გადაართვევინებ ტელევიზორს. მე მინდოდა, მაგის გაკეთება მაგრამ ვერ მოვახერხე. რამდენჯერმე უარი მივიღე, რამდენჯერმე…” – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, არადა მას ჰქონდა “მაესტრო”, რომელიც თავისი ნებით დათმო და “იმედის” მფლობელებს გადაულოცა, რაზეც პასუხობს:

“რუსთავი 2”-ზე არ უნდა გასულიყო მაგათი სარეკლამო ბადე. არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებდი, რომ “რუსთავი 2″-კენ წასულიყო ეს ტელევიზია. არ მენდობოდნენ, გვარამიაზე უარესი რა უნდა გამეკეთებინა, რომ არ მოეცათ 2 საათი”.