მიხეილ დუნდუას 3-4 თვეში ერთხელ აწინაურებენ

მიხეილ დუნდუას 3-4 თვეში ერთხელ აწინაურებენ

საზოგადოება 20/30-ის ყოფილი ექსპერტი, ეკონომისტი  მიხეილ დუნდუა კიდევ დააწინაურეს. იგი დღეიდან ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის მოადგილის პოსტს დაიკავებს. 2018 წლის აგვისტოში პრემიერის ბრძანებით, მიხეილ დუნდუა შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. მაშინ აღნიშნულ სამსახურს გიორგი თაბუაშვილი ხელმძღვანელობდა და თან ის, პარალელურად მინისტრის პირველი მოადგილის ფუნქციას ასრულებდა. აგვისტომდე კი დუნდუა ჯანდაცვი სამინისტროში მუშაობდა.

რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის ვინაობას, როგორც "ბიემს" სამინისტროში განუცხადეს, პოსტი ჯერჯერობით, ვაკანტურია.