“არა

“არა "ნაცმოძრაობას”, “არა მკვლელებს” - “პატრიოტთა ალიანსი” აქციას აანონსებს

"არა წარსულში დაბრუნებას" - "პატრიოტთა ალიანსი" "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ თბილისსა და ბათუმში აქსიებს აანონსებს.

"ვიკრიბებით 23 ნოემბერს, დღის 3 საათზე, ბათუმში, ერას მოედანზე, მედეას ძეგლთან! ვიკრიბებით 25 ნოემბერს, დღის 3 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე!

"არა - კოჰაბიტაციას! არა - წარსულში დაბრუნებას! არა - მკვლელებს! არა - მოძალადეებს! არა - "ნაცმოძრაობას" და "ნაცმოძრაობის" ნამსხვრევებს! ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ძალიან, ძალიან ბევრნი ვართ! ვინც უერთდებით ამ აქციებს, პირადში მომწერეთ თქვენი სახელი და გვარი და საკონტაქტო ნომერი!", - წერს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ფეისბუქზე.