ქუთაისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში დილიდან საგანგებო შეხვედრები მიმდინარეობს. ქუთაისში ჩასული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გრიგოლ ლილუაშვილი.
ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია სამართალდამცავებს მოუწოდებს, არ შეასრულონ ხელისუფლების უკანონო ბრძანებები და უბრალოდ დააიგნორონ ისინი.
„ეს არის დამარცხებული ივანიშვილის გუნდის სასოწარკვეთილი ნაბიჯები, რომელიც ვერაფერს ვერ შეცვლის. ამიტომ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ყველა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს, მათ, ვინც ემსახურება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს კონსტიტუციას, უბრალოდ დააიგნორონ მათი მითითებები, მათ ბრძანებებიც, უკანონო ბრძანებები. მშვიდად მივიყვანოთ ეს პროცესი ლოგიკურ ფინალამდე ივანიშვილის გუნდის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებამდე, მერე საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებამდე. იქამდე, უბრალოდ, სრული იგნორირება მათ უკანონო ბრძანებებზე და მითითებებზე. ეს იქნება ჩვენი მოწოდება,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.