„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ ბრალის წარდგენა ივანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლია, რომლისაც არავის არ სჯერა.
„კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელი სცემეს და წელიწადნახევარიდასჭირდათ, რომ თვალის ასახვევად ცინიკური ბრალი წაეყენებინათ ადამიანისთვის და ისიც რის ფონზე, საუბრობენ, რომ უცხოელი ექსპერტები ჩამოვიყვანეთ და მათ იმსჯელესო და კითხვა ჩნდება მაშინ, ადგილობრივი პროკურატურა რას აკეთებს საერთოდ, რისთვის გვჭირდება. მეორე, ძალიან ცდება ბიძინა ივანიშვილი თუ ერთ ადამიანსაც მაინც სჯერა ამ სპექტაკლის. ანუ ისე ჩატარდა ამ რეზონანსულ საქმეზე სასამართლო, რომ ვერავინ ვერ გაიგო.
უბრალოდ ახლა ბიძინა ივანიშვილი და ოთარ ფარცხალაძე, ეს ორი ძმაკაცი ერთმანეთთან დასხდნენ და ძმაკაცურად ერთმანეთს სთხოვეს, რომ მოდი, ახლა იცი, რა ბოლი გამოვაშვებინოთ საზოგადოების რაღაც ნაწილს და ვთქვათ, რომ ვითომ შენც შეუხებელი ხარ, სინამდვილეში ვიცით, რომ ეს ადამიანი მართავს სასამართლოსაც და პროკურატურასაც.
საყელო შემოერღვა „ქართული ოცნების“ დეპუტატს და 6 თვე გაატარებინეს 3 ახალგაზრდა ადამიანს, რომლებიც აპროტესტებდნენ რუსთავი 2-ზე ზეწოლას, ქუთაისში. ცხვირ-პირი დაუმტვრიეს ლაშა თორდიას, სახის ძვლები ჩაუმსხვრიესახალქალაქში, საარჩევნო შტაბში შეცვივდნენ, იარაღის კონდახებით სახის ძვლები ჩაუმსხვრიეს და ამ ადამიანებს გირაო შეუფარდეს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.