ყოფილი გენერალური აუდიტორის ცემის ფაქტზე ყოფილი მთავარ პროკურორის გარდა, ბრალი წარედგინა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანს, მიხეილ ჩოხელს.
პროკურორ ემზად გაგნიძის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელის მიერ განხორციელებული ქმედება განეკუთვნება დანაშაულის ნაკლებად მძიმე კატეგორიას, რის გამოც მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ.
"სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ცემის შედეგად ლაშა თორდიამ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, აქედან გამომდინარე პროკურატურის მიერ ლაშა თორდია ცნობილი იქნა დაზარალებულად და არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, იქიდან გამომდინარე, რომ ხსენებული ქმედება განეკუთვნება დანაშაულის ნაკლებად მძიმე კატეგორიას, ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს აღკვეთის ღონსიძიების სახით განესაზღვა 5000-5000 ლარის ოდენობით გირაო." განაცხადა დღეს პროკურორმა ემზარ გაგნიძემ.
მისივე ინფორმაციით, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 20 დეკემბერს დაინიშნა.