"ჩვენთვის ყველა სტუმარი ძვირფასია" - უცხოელებისთვის ბინადრობის მინიჭების პროცედურა მკაცრდება

უცხოელებისთვის ბინადრობის მინიჭების პროცედურა გამკაცრდება - ამის შესახებ განცხადება თბილისი მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

"სტუმარი ღვთისაა, ჩვენთვის ყველა სტუმარი ძვირფასია, თუმცა რაც შეეხება ბინადრობასა და ცხოვრების უფლებას, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ბაზრის მოწესრიგებისთვის მთელი რიგი რეგულაციები არსებობს.

შემოთავაზებული პროექტის თანახმად, 35 000 დოლარის ნაცვლად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად 100 000 დოლარის უძრავი ქონება იქნება მოთხოვნილი, ხოლო ერთი და იმავე ქონებით სხვადასხვა პირისთვის ბინადრობის უფლების მინიჭება შეუძლებელი გახდება.

დღეის მდგომარეობით 300 000 ლარის ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის უფლების განუსაზღვრელი ვადით მიღებაა შესაძლებელი. ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, 300 000 ლარი 300 000 დოლარით, მუდმივი ბინადრობის უფლება კი 5 წლიანი ვადით შეიცვლება. ამ პოზიციას სრულად იზიარებს პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი და ამ პათოსს სწორად გაიტანს უცხოეთში", - განაცხადა კალაძემ.