ე.წ. "ძველი გვარდია" მმართველ პარტიას დახმარებას სთავაზობს. ყოფილმა დეპუტატემა ომარ ნიშნიანიძემ და გია ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ მზად არიან, „ქართული ოცნების" მუშაობაში ჩაერთონ და სალომე ზურაბიშვილს არჩევნების მეორე ტურში დახმარება აღმოუჩინონ.
„ქართულმა ოცნებამ" გარკვეული შეცდომების მთელი კასკადი დაუშვა. ჩვენ გამოცდილ ხალხს, გვარდიას გვერდზე გაგვწიეს, გასაგებია, მაგრამ რჩევა მაინც, რომ ეკითხათ, ეს იქნებოდა კარგი. ამას ველოდი, ჩემი ძველი კოლეგები და ახლებიც გავაფრთხილე, რომ ეს ასე იქნებოდა, მაგრამ ერთ ყურში შეუშვეს, მეორეში გაიშვეს. ასეთ დალაგებას ასეთი დაცემა მოჰყვება. 2020 წლისთვის კეთილი ინებოს „ქართულმა ოცნებამ", ჩემმა ძველმა მეგობრებმა, ჩემმა თანამებრძოლებმა, ყველამ ერთად, რომ მეტად შევიკრათ, მეტი გავაკეთოთ, ხალს უფრო მეტად დავუდგეთ გვერდში. რაც შეეხება ბატონმა ბიძინას, რომელმაც ახსენა გულგატეხილობა, საკადრო პოლიტიკა, სოციალური პრობლემები, რომელიც ქვეყანაში, ვეთანხმები და ეს ნამდვილად ასეა,"- განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.