ნუკა არველაძე: ვუსმენდი ივანიშვილს და თქვენს მაგივრად მე მრცხვენოდა!..

ნუკა არველაძე: ვუსმენდი ივანიშვილს და თქვენს მაგივრად მე მრცხვენოდა!..

ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში წერს:

„მთელი დღე, რაც ბიძინა ივანიშვილის მიმართვა მოვისმინე ვაკვირდები საზოგადოების რეაქციას და ძალიან ბევრს პირადად ვისაც ვიცნობ, ვისი სიცოცხლეც იხსნა ფიზიკურად. ვინც შეინარჩუნა ცხოვრება, დღეს დასაქმებულია და ჰაერივით თავისუფალი იმათი სამარცხვინო კომენტარები მიკვირს.

სურვილი მაქვს და გეტყვით უნამუსოები ხართ!!! ბევრი თქვენთაგანი ახლაც ციხეში ან მკვდარი იქნებოდა რომ არა ეს ადამიანი. ბევრის არსებობას საერთოდ ვერც კი გავიგებდით!!! ვინც დღეს თანამდებობებზე ხართ პარლამენტში თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში!!! ვინც დღეს მის სახელს ამოფარებულები იქეცით ქალებად და კაცებად აი იმათ მოგმართავთ - სწორედ თქვენი ინერტულობის, უსაქმურობის, სწორედ თქვენი სიხარბის და ღალატის შედეგია დღეს რომ ძალიან ბევრი საკითხი რაც შეიძლებოდა ყოფილიყო მოგვარებული ისევ მოსაგვარებელია.

დიახ! ახლა არ არის ამის დრო თქვენი სახელები და გვარები ყველამ იცის. და თუ ფიქრობთ არჩევნების მერე კიდევ მოგეცემათ საშუალება ასევე ნაგლად და საზიზღრად მოიქცეთ ძალიან ცდებით!!!

ან როგორ იყავით ასე ნაგლად დარწმუნებული რომ ნაცებთან გარიგებები და კოჰაბიტაცის მორგებულები გააგრძელევდით ბაირამობას!!! რომ არჩევნებს ვავა მიშას ძახილით მოიგებდით!!!!

ვუსმენდი ივანიშვილს და თქვენს მაგივრად მე მრცხვენოდა. მრცხვენოდა რომ იმდენად უსინდისოები ხართ ახლაც კი ამ ადამიანის გულწრფელი საუბარი წინასაარჩევნო სვლად შეაფასეთ!!! და ესეც თქვენს უსაქმურ უკანალს გინდათ მიაწეროთ!!!

ადამიანი, რომელმაც საკუთარი კაპიტალის ძალიან დიდი ნაწილი დახარჯა საქართველოს განვითარებაზე და

ვერ შეძელით პროექტების რეალიზება ისე რომ ეს ხალხს ეგრძნო!!!

გაითბეთ უკანალები და გარიგებებით დასაცინი გაიხადეთ თავი. დაგცინოდათ სრულიად სანაცეთი.

არაფრიდან თანამდებობის პირები გახდით და მისი სახელით უამრავი სიბინძურე აკეთეთ.

სამწუხაროდ მიმდინარე პროცესებში ძნელია მიხვდე და დარწმუნდე -

ურემი რომ გადაბრუნდა გზა მერე გამოჩნდებაო. მაგრამ იცით რა მოხდა?

ურემის გადაბრუნება თქვენ რომ გინდოდათ სწორედ ერთგულმა ხალხმა გავთვალეთ და გვიჭირავს ეს ურემი!!! ამ გადაბრუნებულ ურემს არ გადავჩეხავთ!!!

ჩვენ საქართველო ვართ. ჩვენ ხალხი ვართ ვისაც კბილებით გვეჭირა საკუთარი თავი და გვჯეროდა რომ ყველაფერი დალაგდებოდა!!! ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ!!!

ჩვენ ვიყავით და ვრჩებით იმ ადამიანის ერთგული და მადლიერი ვინც იხსნა ჩვენი ოჯახები სიკვდილისა და დაღუპვისაგან. ვისაც გვაქვს უნარი გავარჩიოთ თეთრი და შავი!!!

ბატონო ბიძინა დიდი სურვილი მაქვს და თუ როდესმე მომეცემა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა მინდა პირადად გადაგიხადოთ მადლობა.

დღეს გისმენდით და მივხვდი, კიდევ ერთხელ დავრწმინდი რომ არ ვცდები და თქვენ მართლა ძალიან მაგარი ადამიანი ხართ!!! ბევრი იბრალებს, მაგრამ ვინც მართლა გიცნობთ და თქვენთან დაახლოებულია ყველა ამბობს რომ დაგაღალატეს..... ამბობენ რომ თქვენ ყველაფერს დაალაგებთ ხალხის სასიკეთოდ!

ეს ვიცით ყველამ და მინდა საჯაროდ ვთქვა რომ მე ის ადამიანი ვარ ვისაც სჯერავს რომ თქვენ ჩვენთან ერთად კიდევ ერთხელ შეძლებთ, რომ გადავლახოთ ეს განსაცდელი.

ურთულესი გზა გავიარეთ, მაგრამ რომ არა ეს წლები ძალიან ბევრი ფარისეველი ისევ ამოუცნობი იქნებოდა.

ახლა მთავარი არჩევნებია. ახლა ერთგული ხალხი დაიხარჯება და დაირაზმება ისევ. და არ გაჩერდება!!!“ - წერს არველაძე.