რატი ბრეგაძე: რბილად რომ ვთქვათ სნობიზმის უკიდურესი ფორმაა!..

რატი ბრეგაძე: რბილად რომ ვთქვათ სნობიზმის უკიდურესი ფორმაა!..

„არ გვჭირდება გაძვალტყავებული ტურისტები, ჯღანები, რომლებიც ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, გვჭირდება მდიდარი შეიხები“, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა facebook-ში გავრცელებული ვიდეომიმართვისას განაცხადა. ექს-პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას სამართლის დოქტორი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:

„ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს მეთაური და მთავარსარდალი იყო საკუთარ თავს ასეთი სიტყვების უფლებას არ უნდა აძლევდეს. რბილად რომ ვთქვათ სნობიზმის უკიდურესი ფორმაა, რომელიც საქართველოს მიმართ მისი მრავალი უცხოელი მეგობრის უარყოფითად განწყობისკენაა მიმართული“, - წერს ბრეგაძე.