ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში ფოტოს და პოსტს აქვეყნებს:
„არც მახსოვდა. ეს ფოტო, რომელიც ბატონი დემიკო ლოლაძის გადაღებულია, არქივში აღმოვაჩინე. 2009 წლის 26 მაისია - დიდი იმედის და იმავდროულად, დიდი იმედგაცრუების დღე. „დინამოს“ სტადიონი სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმთან მებრძოლი გულანთებული, გმირი ადამიანებით იყო გადაჭედილი. მაშინ ყველანი წითელ სამაჯურებს ვატარებდით, რომელსაც life sandro ეწერა, სანდრო გირგვლიანის ხსოვნის პატივსაცემად და მკვლელ რეჟიმთან ბრძოლის ნიშნად. მაშინ ეს სამაჯური რეჟიმთან ომის სიმბოლო იყო. ამ დღიდან სამი წლის შემდეგ ჩვენ ის ომი მოვიგეთ და ქვეყანა მტარვალთაგან გავათავისუფლეთ, რაშიც გადამწყვეტი როლი ბიძინა ივანიშვილმა ითამაშა, მაგრამ სად იყო მაშინ „ოცნების“ დღევანდელ ლიდერთა უმრავლესობა? ზოგი - შიგ ნაცში, ზოგიც - ნაცთან ახლოს“, - წერს ხუბუა.