კობა დავითაშვილი ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელის ადვოკატის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ სასამართლოში პაატა ბურჭულაძეს აუცილებლად დაამარცხებს. „2020NEWS“ - სთან საუბარში დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ბურჭულაძე აუცილებლად მიიღებს, რასაც იმსახურებს.
„ბანმა თხარა თხარაო, კობა გამოთხარაო, მიხეილ სააკაშვილის ბანს გავტკეპნი სასამართლოში. ყველაზე სახალისო ის არის, რომ ადვოკატრმა მიუთითა, 25 ათასი ლარი სიმბოლური თანხა არისო. როგორც ჩანს, ბატონი პაატასთვის, რომელმაც საკუთარ მეუღლეს საკუთარივე ფონდიდან ბევრად მეტი თანხა გადაუხადა, ეს თანხა სიმბოლური თანხაა და ჩემი მრავალშვილიანი ოჯახისთვის, ეს სიმბოლური თანხა არ არის. ამას ვეტყოდი ნაცების ბანს, რომელიც ნაციონალური მოძრაობას მუდმივად ბანს ეუბნება“, - აცხადებს კობა დავითაშვილი.
შეგახსენებთ, ფონდ „იავნანას” დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა მარიამ ჩიქოვანმა საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ კობა დავითაშვილმა უნდა უარყოს ბურჭულაძის მიმართ გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები და აანაზღაუროს მორალური ზიანი 25 ათასი ლარის ოდენობით.
„ კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძე ფონდ „იავნანაში“ შესულ თანხებს იპარავდა. ეს არის ცილისწამება, არის პატივის და ღირსების შემლახავი განცხადება. ჩვენ ვითხოვთ კობა დავითაშვილმა უარყოს მის მიერ ცილისწამებლური განცხადებები და აანაზღაუროს მორალური ზიანი 25 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა სარჩელოს დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაირიცხება ფონდ იავნანაში”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა მარიამ ჩიქოვანმა.