გამოცემა „Starpulse”-ს ინფორმაციით, ცნობილი ავსტრალიელი მსახიობი რასელ ქროუ უახლოეს მომავალში ახალ ამპლუაში მოგვევლინება.
„მამაცმა გლადიატორმა“ რეჟისორის პროფესიის ათვისება გადაწყვიტა და მომავალი წლის თებერვალში მხატვრული ფილმის გადაღებას შეუდგება.
სურათი კომიკოსი კინომსახიობი ბილ ჰიქსის ცხოვრებას ეხება.
თავდაპირველი ცნობით, ამ ფილმში რასელ ქროუს მთავარი როლი უნდა შეესრულებინა, მაგრამ თავად „რეჟისორმა“ ეს ამბავი ოფიციალურად არ დაადასტურა.
ახალი პროფესიით ქროუ ჯერ კიდევ 2011 წლის აპრილში დაინტერესდა, მაგრამ დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო, ოცნების ასრულებას მხოლოდ 2013 წელს შეუდგება.