სკანდალი: ვინ არის პედოფილიაში ეჭვმიტანილი მაჟორიტარი დეპუტატი?

სკანდალი: ვინ არის პედოფილიაში ეჭვმიტანილი მაჟორიტარი დეპუტატი?

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, არასრულწლოვანის მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო. ინფორმაცია რადიო "თავისუფლებას" შსს-მ მიაწოდა.

ფოტომასალებში ასახულია ახალგაზრდა მამაკაცის და სავარაუდოდ არასრულწლოვანის მიმოწერა სოციალურ ქსელში. ახალგაზრდა მამაკაცს პროფილის ინფორმაციაში სამუშაო ადგილად შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვს მითითებული. შსს-ს განცხადებით, მსგავსი პერსონალური მონაცემებით, გვარით და სახელით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ ჰყავს და არც ჰყოლია.

ასევე სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცისი თანახმად ნოდარ გობაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის მაჟორიტარი დეპუტატია.