ორი დღის წინ გამოცემამ „Official Chart Company” დიდი ბრიტანეთის მუსიკალური ალბომების მორიგი ჰიტ-აღლუმი გამოაქვეყნა.
ყველასათვის მოულოდნელად ამ ჩამონათვალის სათავეში ცნობილი მომღერალი ელტონ ჯონი აღმოჩნდა. წინა კვირას მუსიკოსმა ჯგუფი „Pnau”-ს წევრებთან ერთად გაყიდვაში ახალი დისკი გამოუშვა. ამ ნამუშევრის სახელწოდებაა „Good Morning To The Night”.
საინტერესოა, რომ ასაკოვანი მომღერალი „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყნის ჰიტ-აღლუმის პირველ საფეხურზე უკანასკნელად შორეულ 1990 წელს იმყოფებოდა. ეს პატივი მისმა დისკმა „Very Best of Elton John” დაიმსახურა.
დიდი ბრიტანეთის წინა კვირის ყველაზე წარმატებული მუსიკალური ალბომების რეიტინგის მეორე პოზიციაზე ჯგუფი „Maroon 5“-ის ნამუშევარი „Overexposed” გახლავთ, მესამეზე კი ფრენკ ოუშენის ჩანაწერი „Channel Orange”.