ბონდო მძინარაშვილი: ხელისუფლებაში რატომ არ გამოჩნდა თუნდაც ერთი ადამიანი, ვინც დაწვრილებით აუხსნის ხალხს ამ გარემოებებს?

ბონდო მძინარაშვილი: ხელისუფლებაში რატომ არ გამოჩნდა თუნდაც ერთი ადამიანი, ვინც დაწვრილებით აუხსნის ხალხს ამ გარემოებებს?

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არ განიხილავს სახელმწიფოთაშორის დავებს. ეს სასამართლო განიხილავს კონკრეტულ პირთა დანაშაულს. მაგალითად, ისეთის, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი. ნაცსექტას იმის შიში აქვს, რომ ფატუ ბენსუდა სააკაშვილს ყურით მიათრევს სასამართლოში. და მას გვერდით მიუსვამს თანამზრახველებსაც! ეს აშინებთ და ამიტომ იბრძვიან გააფთრებით!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„ხელისუფლებაში რატომ არ გამოჩნდა თუნდაც ერთი ადამიანი, ვინც დაწვრილებით აუხსნის ხალხს ამ გარემოებებს?! რისი გეშინიათ?!

სააკაშვილი და იმდროინდელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ჯერ მარტო იმის გამო არიან დასასჯელები, რომ განსაცდელში მიატოვეს მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელთა ნაწილი დაიღუპა, ნაწილი კი წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა!

ეს გარეწრები სასჯელისგან თავის დაძვრენას ცდილობენ, ხელისუფლებას კი ყურები ჩამოუყრია უხეირო ჯორივით!“ - წერს მძინარაშვილი.