„კი, ის სტატიები აშრიალეთ სირიულ წყაროებში და მოიცლის „ცეერუ“ თქვენთვის! და ზანგი ასე რომ ახსენა ერთხელ სააკაშვილმა, მაშინ მოხვდა ყბაში და თუ არ გახსოვთ, გაგახსენებთ.
და ეს იყო ელჩი და ითვლება დიპლომატად...
ამათ აქვთ პრეტენზია პოლიტკორექტულობასა და განათლებაზე და სალომე ზურაბიშვილია ქსენოფობი...
მას მიეცა ჩვენი ცოდვა, ვინც ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნა და ორწლიანი მაგისტრატურა ევროპებში კომპეტენციის საკმარის დასტურად დაამკვიდრა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უფლებადამცველი სოფო ხორგუანი წერს და სალომე სამადაშვილის განცხადებას ავრცელებს:
„მინდა, ბატონ ემზარ კვიციანს ვუთხრა, რომ მარტო „კაგებეს“ არა, „ცეერუს“ აგენტებიც ვართ და თან ზანგები, თუ ვერ შეამჩნიეთ აქამდე“, – ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატ ემზარ კვიციანის განცხადებას უპასუხა. ემზარ კვიციანმა აღნიშნა, რომ მხოლოდ გრიგოლ ვაშაძე კი არა, „ნაციონალების“ მთელი ჯგუფი „კაგებეშნიკები“ არიან.