ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მოკლედ ვიტყვი:
ახლა, ამ წინასაარჩევნოდ, როცა ვირჩევთ არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ მსოფლმხედველობასაც, ვინც ნაცების და ვაშაძის მესიჯებით გველაპარაკება, ყველა ან ნაცია, ან ნაცების მოსყიდული!
ამაში დამარწმუნა ბოლო ორ თვეში ნაცების მესიჯ-ბოქსის დაკვირვებამ.
არ გინდათ ეს პიარის მახინჯი ფორმები, შკლიაროვები ხომ არ ხართ?!
ახლა შუაშისტობის დრო არ არის! თუ ასე ძალიან გიყვართ და გენატრებათ, - გამოდით და სააკაშვილს ღიად დაუჭირეთ მხარი მაია ორჯონიკიძესავით. ყალბად ნუ შუაშისტობთ და ნუ გეშინიათ, თქვენც მოგესალმებით და მოგიკითხავთ, როცა გნახავთ“, - წერს მძინარაშვილი.