ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა 5 ნოემბერს ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ:
„მთავარია ბელადომანიას შევეშვათ, მესია ერთი ქრისტეა, დანარჩენი ვერავინ ვერ იქნება. ყველამ ერთობით უნდა ავაშენოთ ჩვენი სახელმწიფო. ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ, მამა გაბრიელის ლოცვით ყველაფერი დალაგდება, ქართველები ვართ და ცუდის გამოცდილება ბევრი გვაქვს. სხვის შეცდომებზე სწავლა არ გვჭირდება, ჩვენი შეცდომები ძალიან ბევრი გვაქვს. რასაც ჩამოვრჩით განვითარებაში, ვეცადოთ რომ განვვითარდეთ ნელ-ნელა. მთავარია ყველამ მოვინდომოთ. ისე არ არის, რომ ვიღაც ცუდია, ვიღაც კარგია. ასეთი დაყოფა არ შეიძლება, ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს. გვინდა თუ არ გვინდა ადრე თუ გვიან მოგვიწევს შერიგება, თუ გვინდა, რომ სახელმწიფო ავაშენოთ, თუ არადა ყოველთვის ასე ვიქნებით ერთმანეთის დაჭმაში და მართალი არავინ არ იქნება.
დღესაც ბევრი მეკითხებოდა სასულიერო პირების და კანაფის თაობაზე რა ხდებაო, ჩვენ ჩვენი პოზიცია არ შეგვიძლია. მაშინ მივხვდებით რომ რაღაცის გაკეთება უნდათ, როდესაც მაგ თემას წამოწევენ. ხალხს რა წყინს უნდა იცოდნენ, ძალა ხალხშია.
არ შეგეშინდეთ, ქართველები ვართ და რაც არ უნდა ბუა იყოთ, თქვენს თავს არავის დააჩაგვრინებს ეკლესია, დავდგებით იქ სადაც საჭიროა, საქმითაც, მარტო ლამაზი სიტყვებით არა.“- განაცხადა მეუფე იაკობმა.