დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა, მოქმედ მერზე, "ჭკუის კოლოფ" კახა კალაძეზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"გუშინ ამ ჭკუის კოლოფს მთავარ შეცდომად კოჰაბიტაცია გამოუცხადებია. ანუ თან მოფერებაზე საუბრობენ, თან მთავარი პრობლემა თურმე მათი პოლიტიკურ ოპონენტებთან თანაარსებობა (კოჰაბიტაცია ქართულად) ყოფილა. მეტი რა უნდა გექნათ? - ტყავიც უნდა გაგეძროთ ოპოზიციისთვის. დაჭერები, ქვეყნიდან გაძევებები, 20 ათასი კაცი დაკითხვაზე, 15 ათასი სამსახურიდან გაყრა, ოფისების დარბევა, დეპუტატების და მომხრეების გატაცება, საჯარო დარბევები არჩევნების წინ, წამების კადრების ბავშვებისთვის ჩვენება, პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნება. კიდე რა დააკელით? - ეს არსება ერთ ერთი ყველაზე ხარბი, უტვინო და თავხედია მთელს ამ ოცნების კრებულში", - წერს გიგი უგულავა.
შეგახსენებთ, კახა კალაძემ "ქართული ოცნების" მთავარ შეცდომად კოჰაბიტაცია დაასახელა.