საიანიციატივო ჯგუფის „ბიზნესმენები, თავისუფალი ბიზნესისათვის საქართველოში“ კოორდინატორი და „ალბატროს ჯგუფის“ დამფუძნებელი, დავით ბეგიაშვილი, ხელისფლებას მორიგ მიმართვას უგზავნის.
დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა?! სამართლიანობის აღდგენა?! (არაპროფესიონალები და მწვალებლები ხელისუფლებაში) საკადრო პოლიტიკა?! კორუფცია სახელისუფლებო შტოებში?! არაფორმალური მართველობა, ურთიერთობები ბიზნესმენებთან?! „მწვალებლებთან“ მომოვალი ურთიერთობები?! ეკონომიკის გაჯანსაღება?! ეს ყველაფერი გარანტირებულად როგორ უნდა მოხდეს, იტყვის ვინმე??
რატომ არ ესმის ამ ადამიანს, რომ მმართველობის მისეული ფორმა „ზევიდან ყოფნა“ შეურაცხმყოფელია საზოგადოებისათვის და მიუღებელია ნორმალური სახელმწიფოსთვის.
აღიარეთ შეცდომები, გონს მოეგეთ სანამ კიდევ დროა! ჩამოაყალიბეთ პოზიცია და მყარად, გარანტირებულად უთხარით ხალხს, კონკრეტულად თუ როგორ და რისი გამომსწორებლები ან გამკეთებლები ხართ, რომ მომოვალში ამომრჩეველი კიდევ გამოგყვეთ.