1. - 1 ჭიქა ლიმონის წვენი, 3-4 ჩ/კ შავი პილპილი, 5 მარცვალი ბაჰარი ავურიოთ ერთმანეთში 4 ს/კ სოიოს სოუსი 2 კბილი კარგად დაკუწული ნიორი.
2. - ხორცი დავჭრათ საშუალოზე დიდ ნაჭრებად, დავჩხვლიტოთ დანით, წავუსვათ მარილი, ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ მომზადებული სოუსი, ისევ ხორცი და ისევ სოუსი... შემდეგ დავაფაროთ სახურავი და მაცივარში შევდგათ 4 საათი (სასურველია მთელ ღამე იდგას).
3. - დავჭრათ 3-4 თავი ხახვი ალყა-ალყა.
დავჭრათ კარტოფილი მრგვლად. გავრეცხოთ ბულგარული წიწაკა და კარგი საშუალო ზომის პამიდვრები.
4. - კარგად გავაცხელოთ ტაფა, დავდოთ ზედ ნახევარი სტაფილო, 3 ღერი პიტნა, კარაქი, ზეთი და წყალი დაახლოებით თანაბარი რაოდენობით (დაახლოებით ასე: 3 ს/კ ზეთი, 2 ს/კ კარაქი და 2-3ს/კ წყალი), ჩავდოთ ხორცის ნაჭრები და დაბალ ცეცხლზე შევწვათ. ჯერ დაბალი იყოს ცეცხლი, შემდეგ საშუალომდე ავუწიოთ, შეწვას ცოტა რომ დააკლდება, დავასხათ მორჩენილი სოუსი 1-2 ჩ/კ. რომ შეიწვება, ხორცი ამოვიღოთ და ტაფაში ჩავყაროთ ხახვი, ცოტა მოვბრაწოთ, დავუმატოთ ამოღებული ხორცი და ქურა გამოვრთოთ.
5. - ცალკე შევწვათ კარტოფილი ზეთში.
6 - შევწვათ წიწაკა და პამიდორი ერთად ზეთში. დავასხათ დარჩენილი სოუსი და ისე შევწვათ.
ვაწყობთ დიდ თეფშზე ხორცს, გარშემო ვუწყობთ შემწვარ ბოსტნეულს და ზემოდან ვაყრით წვრილად დაჭრილ პიტნასა და ქინძს.
ეს საჭმელი ერთი შეხედვით წააგავს ჩანახს, მაგრამ სრულიად განსხვავებული გემო აქვს.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ტრადიციული წესით დაყენებული საფერავი