“ამომრჩეველი ძალიან გულგატეხილი და გაბრაზებულია არსებულ ხელისუფლებაზე”

“ამომრჩეველი ძალიან გულგატეხილი და გაბრაზებულია არსებულ ხელისუფლებაზე”

პოლიტიკური ექსპერტი არჩილ გამზარდია "რეზონანსთან" საუბრობს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით და ფიქრობს, რომ პოლიტიკური და მოქალაქეობრივი თვალსაზრისით სამართლიანი არჩევნები ვერ იქნება.

"სამართლიანი არჩევნები პოლიტიკური და მოქალაქეობრივი თვალსაზრისით ვერ იქნება. ამომრჩეველს გვიწევს გავაკეთოთ არჩევანი იმის შორის, თუ ვინ უფრო მიუღებელი ძალა იქნება, რომელია უფრო მიუღებელი პრეზიდენტი, ვიდრე უფრო მისაღები.

საერთო ჯამში ვითარება ასე მარტივად არ არის გადახრილი რომელიმე სუბიექტის მხარეს, ეს ქმნის მთავარ დრამატურგიას და მთავარ ინტრიგას, თუმცა, მე რასაც ვხედავ, თუკი "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამ რიტორიკას რაც ამ დღეებში მოდის, აქტიურად გააგრძელებენ ისე, რომ მხოლოდ გასული ხელისუფლების 9 წელზე, სიბნელეზე და ბოროტებაზე გააკეთებენ აქცენტებს და ამომრჩეველს დაადანაშაულებენ იმაში, რომ მათ ხმა არ მისცეს, ასეთი რიტორიკით და სტრატეგიით ნამდვილად პერსპექტივები ბევრად შეუმცირდებათ."- განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

გამზარდია ამბობს, რომ არჩევნებზე მიღებული შედეგით ხალხი გულგატეხილი და იმედგაცრუებულია.

"სიურპრიზი იყო ის შედეგი, რაც დაიდო და ვხედავთ, ამომრჩეველი ძალიან გულგატეხილი და გაბრაზებულია არსებული ხელისუფლების მიმართ, ის კატეგორიაც კი, ვინც წინახელისუფლების დიდი მოტრფიალე არ არის, სერიოზულად უჭერს მხარს ყოფილი მმართველი ძალის კანდიდატს." - თქვა პოლიტიკურმა ექსპერტმა.