კანაფის სამედიცინო დანიშნულებით კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის საკითხს ბიუროს სხდომაზე სიტყვიერი კამათი მოჰყვა. კანონპროექტის გაწვევის საკითხზე ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარემ აკაკი ზოიძემ გააკეთა განცხადება.
დღის წესრიგში ამ კანონპროექტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გადამისამრთების საკითხი დგას, რაც ამ კომიტეტის თავმჯდომარისთვის, რომან კაკულიასთავის მიუღებელია.
"თუ აპირებთ ჩემი მიმართულებით ამ კანონპროექტის გამოშვებას, ჩემი პოზიციციაა, რომ მე ვარ ამ კანონპროექტოს გაწვევის მომხრე", - აღნიშნა კაკულიამ.
ბიუროს სხდომაზე კანონმდებლებმა გადაწყვიტეს, რომ კანონპროექტისთვის წამყვანი კომიტეტის შეცვლის საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით კონსულტაციები გაიმართონ.
ბიუროს სხდომაზე გამართულ კამათს შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გამოეხმაურა.
"კულტივაციის ინიციატივის განხილვა გადადებულია განუსაზღვრელი ვადით. საუბარია 4 დეპუტატზე, მაგრამ გაწვევას აქვს თავისი პროცედურები. კანონპროექტის გაწვევის პროცედურა კარგად იციან დეპუტატებმა და იცის მთავრობამაც. ამ კანონპროექტის ინიციატორი არის საქართველოს მთავრობა და მთავრობა თუ მიიღებს გადაწყვეტილებას ეს კანონპროექტი გაწვეული იქნება. ამიტომ შფოთვები ამ საკითხთან დაკავშირებით უადგილოა", - აცხადებს მეზვრიშვილი.
კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის მომხრეა უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძეც.
8 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტმა კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადადო. კანონპროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, შესაბამისად, მისი პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს.