გუშინ ბრიტანულმა გამოცემამ „Daily Mail” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
ერთ დროს პოპულარული ჯგუფი „Spice Girls”-ის წევრები დროებით გაერთიანდებიან და ლონდონის ოლიმპიური თამაშების დახურვის საზეიმო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ.
1994 წელს ჩამოყალიბებული ჯგუფი ოფიციალურად 2008 წელს დაიშალა.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მისი გაერთიანების ნებისმიერი წამოწყება ვერ განხორციელდა. ამისი უმთავრესი მიზეზი დევით ბექჰემის მეუღლე ვიქტორია ადამსის ჭირვეული ხასიათი აღმოჩნდა.
ლონდონის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა „ურჩ“ ვიქტორიასთან მოლაპარაკება წარმატებულად განახორციელეს და ერთ დროს ყველაზე პოპულარული გოგონები სცენაზე კვლავ ერთად გამოჩნდებიან.