დრიუ ბერიმორი გათხოვდა

დრიუ ბერიმორი გათხოვდა

ცნობილი ამერიკელი მსახიობი დრიუ ბერიმორი ოფიციალურ ქორწინებაში ორჯერ იმყოფებოდა.

მისი პირველი რჩეული ბარის მფლობელი ჯერემი ტომასი გახლდათ, მეორე კი კომედიური მსახიობი ტომ გრინი. სამწუხაროდ ქალმა ზემოთდასახელებულ მამაკაცებთან ოჯახურ ბედნიერებას ვერ მიაღწია.

მიმდინარე წლის დასაწყისში ამერიკულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ქალბატონი დრიუ გათხოვებას მესამედ აპირებდა. მისი ახალი რჩეული, ხელოვნების სფეროში კონსულტანტი, 34 წლის უილ კოპელმანი გახლავთ.

კაცმა შეყვარებულს სიყვარული იანვარში აუხსნა და ოთხკარატიანი ბრილიანტით დამშვენებული საქორწინო ბეჭედიც მიართვა.

„ახალგაზრდები“ ოფიციალურად კი დაინიშნენ, მაგრამ ქორწილის გადახდას აგვისტოს პირველ რიცხვებში, აიდაჰოს შტატის ერთ-ერთ კურორტზე აპირებენ. ამ ღონისძიებას ჰოლივუდში მოღვაწე არაერთი გამოჩენილი პიროვნება დაესწრება. კულუარული ცნობით, ბერიმორის მეჯვარე კამერონ დიასი იქნება.