იმისთვის, რომ მწარე წიწაკა ჭამო, გამძლე კუჭი უნდა გქონდეს. თუმცა, ეს ამბავი საქართველოში პოლიტიკური მრწამსის საკითხად იქცა, წერს BBC საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე:
"პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მოწინააღმდეგეებმა სოციალურ ქსელებში "მწარე წიწაკის ჩელენჯის" კამპანია წამოიწყეს, რომლითაც მის კანდიდატურას აპროტესტებენ, კვირას დაგეგმილ არჩევნებზე.
ისინი თვლიან, რომ ის იმდენად მიუღებელია, რომ უმჯობესია მწარე წიწაკა ჭამო, ვიდრე ის იყოს არჩეული საქართველოს პრეზიდენტად.
"არა სალომე ზურაბიშვილს" - აცხადებს Facebook-ის მომხმარებელი ვიდეოში, რომელსაც დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ მწარე წიწაკა დაღეჭოს და მოინელოს.
"ჩემს პირში ახლა კატასტროფა ხდება" - განაცხადა გავლენიანი ოპოზიციური ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, როდესაც მან პირდაპირ ეთერში წიწაკა ჩაკბიჩა.
სწორედ ის არის ადამიანი, რომლის სიტყვებმა - "თუ ეს მოღალატე გახდება პრეზიდენტი, იგივე კატასტროფა ელის ჩვენს ქვეყანას", წამოიწყო ეს გამოწვევა," - ნათქვამია სტატიის შესავალში.
BBC აღნიშნავს, რომ ეს პროტესტი თავად მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვლმა გამოიწვია, როდესაც 2008 წლის ომის წამოწყება საქართველოს დააბრალა.
"სალომე ზურაბიშვილი რეგისტრირებულია როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, თუმცა მის უკან მმართველი პარტია ქართული ოცნება დგას. მისი ლიდერია გავლენიანი მილიარდერი და საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოში გადაწყვეტილებების მიღების საბოლოო პირად ითვლება" - წერს BBC.
გავლენიანი მედიასაშუალების აზრით, განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია აგვისტოში, რუსეთთან ომის ათი წლისთავზე, ზურაბიშვილის მიერ ჟურნალისტებისათვის გაკეთებულმა განცხადებამ, რომ საქართველომ, რუსეთის მრავალთვიანი პროვოკაციების შემდეგ, პირველი გასროლები გააკეტა, რამაც ომი გამოიწვია.
"მრავალი თვლის მას რუსული ორიენტრაციის კანდიდატად, რომელსაც შეიძლება არ აქვს პირდაპირი კავშირები რუსეთთან, მაგრამ ამბობს იმას, რისი მოსმენაც სურს რუსეთშ," - განუცხადა BBC-ის პოლიტოლოგმა კორნნელი კაკაჩიამ, საქართველოს პილიტიკის ინსტიტუტიდან.
BBC საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც ეხმიანბა და აცახდებს, რომ ქართული საზოგადოება შეძრა ბოლო დროს გამჩენილმა ფაქტებმა, ელიტური კორუფციისა და მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევის შესახებ. თუმცა, წერს გამოცემა, თავის ტელეინტერვიუში ამ ფაქტებს სიცრუე უწოდა და "რუსთავი 2" დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
დასასრულს, BBC აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს საქართველოში შეზღუდული უფლებები აქვს, 28 ოქტომრის არჩვენებს სერიოზული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის. რადგან იგი განიხილება დღევანდელი მთავრობისათვის ნდობის ვოტუმის გამოცხადებად, ერთგვარ პრელუდიად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის.