უმა თურმანს ქალიშვილი შეეძინა

უმა თურმანს ქალიშვილი შეეძინა

რამდენიმე დღის წინ ცნობილ კინომსახიობ უმა თურმანს ქალიშვილი შეეძინა

მსახიობს წინა ქორწინებაში იტან ჰოუკთან უკვე ჰყავს ქალ-ვაჟი - 13 წლის მაია და 10 წლის ლეონი.

ჰოლივუდელი მზეთუნახავის ამჟამინდელი ქმარი ბიზნესმენი არპად ბუსონია. წყვილი ერთად 2007 წლიდან ცხოვრობს.

საინტერესოა, რომ ბუსონის წინა მეუღლე სუპერმოდელი ელ მაკფერსონი გახლდათ. მათ სამოქალაქო ქორწინებაში რვა წელი გაატარეს. ბუსონი ორი ბიჭის მამაა.