"არ არსებობს პროკურატურა, ივანიშვილი არის მთელი მართლმსაჯულება"

"ევროპული საქართველოს" წევრი, ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ ინტერვიუს აფასებს.

როგორც ხოშტარიამ განაცხადა, მოსახლეობა კიდევ ერთხელ დარწმუნა იმაში, რომ არ არსებობს პროკურატურა და ბიძინა ივანიშვილი არის მთელი მართლმსაჯულება.

"მას აბსოლუტურად კატეგორიულად არ აინტერესებს, არ ესმის და არ ხედავს იმ პრობლემებს, რაც ქვეყანაშია. ჩვენ ვხედავთ, რომ ის გვევლინება მთავარი მოსამართლე, მთავარი პროკურორი, ანუ ის აცხადებს, რომ მე ვარ სასამართლო, მე ვარ პროკურატურა, და რატომღაც ლაპარაკობს პირველ პირში, რომ დავსაჯო, არ დავსაჯო, ვინ დავსაჯო, რისთვის დავსაჯო ანუ ეს არის პირდაპირ საუბარი, რომ არ არსებობს სასამართლო, არ არსებობს პროკურატურა, ის არის მთელი მართლმსაჯულება" - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.