პაატა ბურჭულაძე ინტერნეტ ტელევიზია PosTV-ის შეთავაზებაზე - პირდაპირ ეთერში კითხვებს უპასუხოს, არ თანხმდება

პაატა ბურჭულაძე ინტერნეტ ტელევიზია PosTV-ის შეთავაზებაზე - პირდაპირ ეთერში კითხვებს უპასუხოს, არ თანხმდება

მსოფლიო ბანი ფონდიდანგახარჯული თანხების შესახებ საუბარს ამჯერადაც თავსარიდებს. პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტის კითხვები უპასუხოდ დატოვა და მეტიც,PosTV-ის გადამღები ჯგუფი არც „იავნანას" კონცერტზე შეუშვეს. 

ინტერნეტ ტელევიზიამ პირდაპირი ეთერის ფორმატი ბურჭულაძეს მას შემდეგ შესთავაზა, რაც  „იავნანამ" განცხადება გაავრცელა და რომლის მიხედვითაც ფონდმა ბიძინა ივანიშვილი, PostTV და პროკურატურა „იავნანას" დისკრედიტაციაში დაადანაშაულა. 

POSTV-ს შეთავაზებით,ბურჭულაძეს საშუალება ეძლეოდა, თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით  არსებულ კითხვებზე პირდაპირ ეთერში გაეცა პასუხი,  საგამოძიებო სტუდია კი თავის მხრივ მზად იყო, ფილმში მოყვანილი ფაქტები დაედასტურებინა.

შეგახსენებთ, რომ ფონდი"იავნანა" და მისი ხელმძღვანელი მილიონობით ლარისმითვისებაში  ინტერნეტ ტელევიზია PosTV-ისსაგამოძიებო სტუდიამ  ამხილა.ფონდ „იავნანადან" საქველმოქმედო  თანხების შესაძლო გაფლანგვის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება  2017წლის  სექტემბერში დაიწყო 

ბურჭულაძის და მისი მეუღლის მგზავრობის ხარჯებისთვის ფონდიდან 700 ათას ლარამდედახარჯა. ანგელა ვასილენკოს ავიაბილეთების ღირებულებაში, ხელფასსა და სხვა ხარჯებში ფონდიდან ჯამურად  254 000 ლარია გადახდილი , მომსახურებაში კიდაახლოებით 40 000 ლარი.

გამოძების ინფორმაციით, 2004-2017 წლებში ფონდის  შემოწირულობების მხოლოდ30%  ქველმოქმედებას,დანარჩენი შემოსავალი კი
თანამშრომელთა ხელფასებსადა ადმინისტრაციულ ხარჯებს მოხმარდა პროკურატურის ცნობით, ფონდიდან ამოღებული დოკუმენტაციიდან გახარჯული თანხების მიზნობრიობა ვერ დასტურდება