გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დედა:

გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დედა: "იმდენი ტყუილი გაშუქდა, პასუხს გაგებინებთ ყველას"

გორ­ში მოკ­ლუ­ლი 8 წლის მო­ზარ­დის მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე წარ­სულ­ში სას­ჯელს ყა­ჩა­ღო­ბის­თვის იხ­დი­და. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს და­კა­ვე­ბუ­ლის დე­დამ გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც ის ამ­ბობს, მის­მა შვილ­მა 9-წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი მო­ი­ხა­და და ციხე 9 თვის წინ და­ტო­ვა.

"9 თვე არის, რაც გა­მო­ვი­და. ძა­ლა­დო­ბა­ზე და ტე­ლე­ფო­ნის წარ­თმე­ვა­ზე იყო პატიმრობაში. ვი­ღაც ქალ­ბა­ტონს წა­არ­თვა ტე­ლე­ფო­ნი. გუ­შინ 7-ს უკ­ლდა წუ­თე­ბი რომ მო­ვი­და. სახ­ლში იყო მის მერე, ღა­მის 12 სა­ათ­ზე მო­ვიდ­ნენ და წა­იყ­ვა­ნეს.

"ასე თქვა, მე არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბი­აო. მეც ეგრე ვიცი, რომ ცი­ხი­დან წა­მო­ღე­ბუ­ლი იყო ჩიპი - რო­მე­ლი ბავ­შვე­ბის ფო­ტო­ე­ბი იყო, არ ვიცი. თვი­თო­ნაც არ იცო­და, ვისი იყო. ვი­ღა­ცას ჩიპი ვა­თხო­ვე და გად­მო­მი­წე­რაო. აქ არა­ფე­რი არ ჩა­უ­წე­რია მა­გას. იმ­დე­ნი ტყუ­ი­ლი გა­შუქ­და, ამის­თვის პა­სუხს გა­გე­ბი­ნებთ ყვე­ლას", - გა­ნა­ცხა­და და­კა­ვე­ბუ­ლის დე­დამ.