ირმა ინაშვილი: გაბუტული სააკაშვილ-ბოკერიასთვის ახლა ნამდვილი პოლიტიკური დრამა იწყება!

ირმა ინაშვილი: გაბუტული სააკაშვილ-ბოკერიასთვის ახლა ნამდვილი პოლიტიკური დრამა იწყება!

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„ვერ ისვენებს. ბორგავს…

მე კი, მარტივად და ლაკონურად ვიმეორებ: სააკაშვილი სამხედრო და პოლიტიკური დამნაშავეა. ის გაურიგდა სწორედ რუსებს და სამარცხვინოდ ჩააბარა კოდორი და ახალგორი. ასე რომ, მისთვის უმჯობესია, ჩუმად იყოს. ენას კბილი დააჭიროს. დრო მოვა, ჰააგაში ალაპარაკებენ, როგორ გაყიდა კოდორი და ახალგორი, ბოკერიასთან ერთად!

ამ და სხვა უამრავი დანაშაულის გამო, სააკაშვილი უნდა იჯდეს ციხეში (და იჯდება ციხეში), მაგრამ გამორიცხული არაა, ციხემდე აღმოჩნდეს ფსიქიატრიულშიც, რადგან ამ კუთხით აშკარად შესამოწმებელია.

აი, ამ დემაგოგიას, ამ პარანოიას, ამ ცინიზმსა და ბოროტებას უნდა მივუჩინოთ ადგილი 2-3 დღეში, ორივე „ნაცმოძრაობას“ ეხება - სააკაშვილის ფრთასაც და ბოკერიას მიმდინარეობასაც.

ადგილი სადაა? ჯერ პოლიტიკურ სანაგვეზე! შემდეგ ეტაპზე კი - იცით, სადაც! ასე რომ, ვითომ ერთმანეთთან გაბუტული სააკაშვილ-ბოკერიასთვის ტრაგიკომედია კი არა, ახლა ნამდვილი პოლიტიკური დრამა იწყება“, - წერს ინაშვილი.