ნუკა არველაძე: „რუსთავი 2“ - მოუხმეთ ჟურნალისტურ ეთიკას და ამ მარაზმს ნუ აკეთებთ!

ნუკა არველაძე: „რუსთავი 2“ - მოუხმეთ ჟურნალისტურ ეთიკას და ამ მარაზმს ნუ აკეთებთ!

ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს მიმართავს:

„რუსთავი 2“ - მოუხმეთ ჟურნალისტურ ეთიკას და ამ მარაზმს ნუ აკეთებთ! ისედაც გამწარებულია ოჯახი და შეგნებულად ნუ გადაგყავთ პოლიტიკურ რელსებზე! გიყურეთ და სამარცხვინოები ხართ! ან რესპოდენტი შეარჩიეთ, ან საერთოდ ისწავლეთ როგორ გააშუქოთ ანალოგიური! არ დამთავრდა თქვენი უტვინობა და უზნეობა! როგორ შეიძლება ამხელა ტრაგედია და უბედურება გამოიყენო, თუნდაც გაიფიქრო საკუთარი მიზნებისთვის! იმდენს გააკეთებთ მართლა აიმხედრებთ საზოგადოების დიდ ნაწილს და უკვე აღარც თქვენი ოპერატიულობა და აღარც ტექნიკურობა იქნება მისაღები! დაამთავრეთ ეს მარაზმი და პირველ რიგში ვითომ თვითმხილვევლების კომენტარები გაიტანეთ ეთერიდან!“ - წერს არველაძე.

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს, გორში 9 წლის გოგნა გარდაცვლილი იპოვეს.