"ზაზა სარალიძე „ნაცმოძრაობას“ უნახავს ადგილს რუსთაველზე"

ყველამ ვიცით, რომ ზაზა სარალიძე „ნაციონალურ მოძრაობას" უნახავს ადგილს რუსთაველზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

"თუ განვიხილავთ ზაზა სარალიძის შემთხვევას და იმ უდიდეს ტრაგედიას, რომელიც მოხდა საქართველოში, გეტყვით, რომ ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლება მოიქცა არაადეკვატურად. ჯერ ყველაფერი პირიქით იხატება. ძალიან ვწუხვართ იმ ტრაგედიის გამო, რომელიც მოხდა, მაგრამ ბატონ ზაზას ვთხოვდი, კეთილი ინებოს, ასე არ შეიძლება პოლიტიზირება. ის, რომ ადგილს უნახავს „ნაციონალურ მოძრაობას", ეს ხომ ყველამ ვიცით. ის კარავი რისთვის დგას ხომ ვიცით. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ამ საქმეზე, მთავარი პროკურორი გადადგა, თუმცა ამის აუცილებლობა საერთოდ არ იყო. მე ვთხოვდი ბატონ ზაზას, რომ ხელს ნუ შეუშლის სასამართლოს, არ არის ეს ნორმალური, არ იმსახურებს დღევანდელი ხელისუფლება ამას, რაც ხდება. არ არის საჭირო ქუჩა. დაველოდოთ ჯერ კიდევ ყველაფერს, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, უზნეობაა, რომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეს დავით სარალიძის სარალიძის მკვლელობის საქმეს ადარებენ.

„ამ საქმეს ადარებენ გირგვლიანს, არ არის ეს უზნეობა? იქ გირგვლიანი ხელისუფლებამ მოკლა. მე კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობ ბატონ ზაზას, მაგრამ ასე არ შეიძლება. განა კარგად არ ვიცით, რომ ეს პოლიტიზირებულია „ნაციონალებისგან"?", - დასძინა ივანიშვილმა.