9 წლის სასტიკ მკვლელობაში გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც პოლიციამ დააკავეს, 34 წლის იაგო ნებიერიძეა.
ნებიერიძე გორში მოკლული მოზარდის საცხოვრებელი სახლის პარალელურ ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სარემონტო სამუშაოებზე იყო დასაქმებული.
გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავება ამავე სახლში მოხდა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახის სარდაფში კედელსა და იატაკზე სამართალდამცველებმა მოკლული ბავშვის სისხლის კვალი აღმოაჩინეს.
ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობაში ბრალდებულმა, გოგონა ჯერ სახლის სარდაფში წამებით მოკლა, შემდეგ კი მისი ცხედარი ურიკით მდინარე ლიახვის ნაპირზე მიიტანა და დატოვა.
ცხედარს აღმოჩენისას ხელები შეკრული ჰქონდა, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული.
გოგონა, რომელიც სახლიდან გუშინ შუადღის სამი საათისთვის გავიდა, საღამოს მდინარე ლიახვის პირას ადგილობრივებმა მოკლული იპოვეს.