ბრალდებულის ტელეფონში ბავშვის ფოტოები იპოვეს, დაკავებული სავარაუდოდ, მოზარდს უთვალთვალებდა

ბრალდებულის ტელეფონში ბავშვის ფოტოები იპოვეს, დაკავებული სავარაუდოდ, მოზარდს უთვალთვალებდა

რა გახდა 9 წლის გოგონას სასტიკი მკვლელობის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია - ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

პოლიციამ წარსულში ნასამართლევი, 34 წლის მამაკაცი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე აიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის იმ ადგილას დააკავეს, სადაც მკვლელობა მოხდა. სახლში, სადაც დაკავებული ხელოსნად მუშაობდა, კრიმინალისტებმა სისხლის კვალი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ, მოკლული ბავშვისაა.