რამდენიმე წლის წინ ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ იტალიის კომპოს ტბასთან მდებარე ერთ-ერთი ვილა შეიძინა. ბატონ ჯორჯს ეს ადგილი ძალიან უყვარს და გადაღებებისგან თავისუფალ დროს მუდმივად იქ ატარებს.
იტალიური მას-მედიის მტკიცებით, სამი დღის წინ კლუნის სახლის მონახულება მავანმა და მავანმა ბელგიელმა ტურისტებმა მოისურვეს.
„მოგზაურებმა“ თავდაპირველად კარგა გვარიანად დალიეს, შემდეგ კი მსახიობის პირადად გაცნობა მოინდომეს. საბედნიეროდ იმ დღეებში კლუნი იტალიაში საერთოდ არ იმყოფებოდა.
ბელგიელები ჯორჯის სახლის ჭიშკარს მიადგნენ და დაცვას ტერიტორიაზე შეშვება მოსთხოვეს. „ცენტურიონმა“ სპეციალურ მონიტორს არც კი შეხედა და დაუპატიჟებელ სტუმრებს კარი გაუღო.
მთვრალი ტურისტები სახლში შევიდნენ და კლუნის ძებნა დაიწყეს. მათდა სამწუხაროდ, მოსამსახურე ქალს გადაეყარნენ, რომელმაც სასწრაფოდ ადგილობრივ პოლიციაში დარეკა.
ბელგიელები დააკავეს და სხვის საცხოვრებელში არასანქცირებულ შეჭრაში დასდეს ბრალი. მოგვიანებით ისინი მაინც შეიცოდეს და თავდებით გაათავისუფლეს.