"რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს, თორნიკე შარაშენიძე "ნიუპოსტთან" ეხმაურება.
ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ხელისუფელბის მხრიდან რეაგირება არ იქნება, რადგან ივანიშვილის გუნდს, ამისი პოლიტიკური ნება არ გააჩნია.
ასეთი პროგნოზის გაკეთების საფუძველს შარაშენიძეს ვანო ჩხარტიშვილის შესახებ გავრცელებული სკანდალური ჩანაწერი აძლევს, სადაც ირკვევა, რომ რუსეთის დავალებით სახელმწიფო გადატრიელება იგეგმებოდა.
"ხელისუფლება ვერ მოახდენს ამაზე რეაგირებას, რეაგირების მოხდენის პოლიტიკური ნება რომ ჰქონდეს, აქამდე დაიწყებდა, მაგალითად ჩხარტიშვილის ჩანაწერებზე, სადაც ირკვევა, რომ გეგმავდა სახელმწიფო გადატრიალებას. სამწუხაროდ, მე იმედი მაქვს დაკარგული, რომ ჩანაწერებს ადეკვატური რეაგირება მოჰყვება. რეაგირება მოსახლეობამ არჩევნებზე უნდა მოახდინოს, მე სხვა გზას ვერ ვხედავ.
იმდენი ჩანაწერი იყო, რომ ნორმალურ სახელმწიფოში აქამდე დაკითხვაც უნდა ყოფილიყო ჩატარებული და ვიღაცები უნდა დაეჭირათ კიდეც. ამის ნაცვლად, გამოდის კალაძე და კობახიძე და მასხარაობენ და ისმის მათგან ვითომ დაცინვა და 9 წელზე საუბარი"- განაცხადა "ნიუპოსტს" თორნიკე შარაშენიძემ.