მცხეთაში სვეტიცხოვლობაზე ბახტაძე და კალაძე ერთად გამოჩნდნენ

მცხეთაში სვეტიცხოვლობაზე ბახტაძე და კალაძე ერთად გამოჩნდნენ

მცხეთაში სვეტიცხოვლობაზე პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახი კალაძე ერთად გამოჩნდნენ. მათ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს.

„მინდა ჩვენს მოსახლეობას, ყველა მართლმადიდებელს მივულოცო დღევანდელი დღე. სვეტიცხოველი იყო, არის და მუდამ იქნება ქართველი ერისთვის რწმენის სიმტკიცის სიმბოლო. მინდა, ყველას მივულოცო დღევანდელი დღე", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მანამდე იქ პრეზიდენტობის კანდიდატები - სალომე ზურაბიშვილი, შალვა ნათელაშვილი და დავით ბაქრაძე მივიდნენ.