"ნუ ავრცელებთ ასეთ ამბებს, სირცხვილია"- საპატრიარქოს წარმომადგენლები პატრიარქზე ზეწოლას უარყოფენ

სკანდალურ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს გადადგომისკენ მოუწოდებენ, საპატრიარქოს წარმომადგენლები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას და ირწმუნებიან, რომ დაუშვებელია პატრიარქს ვინმემ გადადგომა მოსთხოვოს.

„არავითარი სიმართლე ეს არ არის და ძალიან გთხოვთ, რომ ნუ ავრცელებთ ასეთ ამბებს. სირცხვილია, არ შეიძლება ასეთი რამ. როგორ შეიძლება, არავის არ აქვს უფლება, რომ საქართველოს პატრიარქს მოსთხოვოს გადადგომა, ეს არის წარმოუდგენელი და გაუგონარი არაეკლესიურობა, როგორ შეიძლება,“ - განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.