მიმდინარე წელს ცნობილი ჯგუფი „The Rolling Stones” დაარსებიდან 50 წელს აღნიშნავს. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სექტემბერ-ოქტომბერში ჯგუფის წევრები რამდენიმე კონცერტის ჩატარებას გეგმავენ.
ასაკოვანმა მუსიკოსებმა ცოტა ხნის წინ რეპეტიციების გამართვა დაიწყეს. უახლოეს დღეებში მათ მიკ ჯაგერიც შეუერთდება, რომელმაც კოლეგებთან მძიმე ურთიერთობის საკითხი დროებით მოაგვარა.
გუშინ გამოცემამ „Gigwise” მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა. აღმოჩნდა რომ ჯგუფის გიტარისტს, 68 წლის კიტ რიჩარდს სკლეროზის სენი შეეყარა.
რეპეტიციებზე რიჩარდსი იმ ფაქტის წინ დადგა, რომ ჯგუფის პოპულარული კომპოზიციები საერთოდ გადაავიწყდა. მუსიკოსი იძულებული გახდა ნოტები ეშოვნა და წარსული მელოდიები ხელახლა გაეხსენებინა.
„ასაკში შევედი და მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები დამეწყო. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი რომ ძველი მელოდიები გონებიდან საერთოდ წამეშლებოდა. ჯგუფის თაყვანისმცემლებს დავამშვიდებ, რომ ამ „საკითხს“ დადებითად გადავჭრი და შემოდგომაზე დაგეგმილ კონცერტებზე თავს არ შევირცხვენ.“ - განაცხადა კიტ რიჩარდსმა.