"2012 წელთან შედარებით სიღარიბე შემცირებულია, თუმცა სიღარიბე კვლავაც 20% რჩება, ეს ნიშნავს იმას, რომ 100 000-ბით ჩვენი მოქალაქე სიღარიბეში ცხოვრობს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "რეაქციაში".
გადაცემის წამყვანმა მას უთხრა, რომ რადგან მას დღეს აქვს დაბადების დღე ამიტომ დაინდობს ხალხის ინტერვიუებს არ აჩვენებს.
"ეს ინტერვიუებიც სიყალბის ნაწილია", - უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ გრიგოლიას, - ვიცი, რასაც უშვებთ ხოლმე. ყალბი სურათი იქმნება საზოგადოებაში. გეტყვით მიზეზს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა 27%, დაახლოებით მილიონი ადამიანი გამოდის. ეს მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა და ჩამოვიდა 800 000-მდე. შესაბამისად, ნებისმიერ ტელევიზიას შეუძლია 5 წლის განმავლობაში ჩაწეროს და გაუშვას ეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.