საქართველოს აქვს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ვითარდება ტურიზმი, გვაქვს ღია ეკონომკა, საერთაშორისო მისიებში წარმოვადგენთ პარტნიორს დასავლეთისთვის. ქვეყნის განვითარება და მიმდინარე რეფორმები აისახება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ინდექსებზე.
Numbeo-ს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში, 2018 წელს, საქართველო, მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის, დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსების მიხედვით, 2017 წელთან შედარებით, პოზიცია ორი საფეხურით გაიუმჯობესა და მეხუთე ადგილი დაიკავა. ცხადია, ეს თავის მხრივ დადებითად იმოქმედებს ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე.