“The Beatles”-ის უცნობი ალბომი აუქციონზე გაიყიდა

“The Beatles”-ის უცნობი ალბომი აუქციონზე გაიყიდა

გამოცემა „New Musical Express”-ის ინფორმაციით, ორი დღის წინ ინტერნეტ აუქციონზე „eBay”, ცნობილი ჯგუფი „The Beatles”-ის რარიტეტული ალბომი 14 999 დოლარად გაიყიდა.

ამ ალბომის სახელწოდებაა „Introducing… The Beatles”. დისკი 1964 წლის იანვარშია გამოშვებული და „საპატიო ასაკის“ მიუხედავად იდეალურ მდგომარეობაში იმყოფება.

ამ ალბომის მთავარ ღირსებას ის წარმოადგენს, რომ ბრიტანული ჯგუფის პირველი დისკია რომელიც აშშ-ში გამოიცა. მისი ტირაჟი სულ რამდენიმე ათასი გახლდათ.

ინტერნეტ აუქციონის ხელმძღვანელებმა ალბომის საწყის ფასად 99 ცენტი დაადგინეს. ათი დღის განმავლობაში მისი ღირებულება ყოველდღიურად იზრდებოდა და საბოლოოდ თითქმის 15 ათას დოლარს მიაღწია.