ამერიკული მას-მედიის მტკიცებით, ცნობილი კინომსახიობი პამელა ანდერსონი უახლოეს მომავალში ახალ ამპლუაში მოგვევლინება.
გაგიკვირდებათ და მომხიბვლელი ქალბატონი საავტომობილო სპორტით სერიოზულად დაინტერესდა.
ანდერსონისთვის ალბათ გადამდები ოთხი წლის წინ გარდაცვლილი პოლ ნიუმენის მაგალითი აღმოჩნდა. ცნობილია რომ მისტერ პოლი თავის დროზე საავტომობილო რბოლებში ხშირად მონაწილეობდა.
პამელას გუნდს „Downforce 1“ ერქმევა და მომავალი წლიდან აშშ-ის პირველობაზე მონაწილეობას მიიღებს.
სერიალი „მაშველების“ უმთავრესი გმირი ახლადჩამოყალიბებული გუნდის ხელმძღვანელად და თანამფლობელად მოგვევლინება.
ჯერჯერობით უცნობია ქალი შეჯიბრებებში თუ იასპარეზებს. ფაქტია რომ საკუთარი სხეულის შთამბეჭდავი ფორმის „დახმარებით“, გუნდში შემავალი მრბოლელებისთვის მუდმივი დოპინგის ფუნქციას შეასრულებს.