24 გვისტოს, იემენში, საუდის არაბეთის კოალიციის მიერ განხორციელებულ თავდასხმას, რომელსაც სულ მცირე 22 ბავშვი ემხვერპლა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დაგმო. ამის შესახებ BBC წერს.
საჰაერო თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.
ორი კვირის წინ იემენში ავტობუსი, რომელსაც ბავშვები გადაჰყავდა, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის საჰაერო იერიშის სამიზნე გახდა. თავდასხმას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
გაეროს ოფიციალური მონაცემებით, კონფქლიტს თითქმის 10,000 ადამიანი, იემენის მოსახლეობის 2/3 ემსხვერპლა და დანაჩენი 55,000 დაშავდა.
იემენში სამხედრო კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო. კონფლიქტის მონაწილე მხარეები არიან შიიტური დაჯგუფება „ანსარ ალას“ მხარდამჭერები და არაბული კოალიციის ხელმძღვანელობით, სამთავრობო ძალები.