„თბილსერვის ჯგუფის“ განცხადება

„თბილსერვის ჯგუფის“ განცხადება

გვინდა გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიამ „გიგანტური ბორბლის“ განათებისთვის  2 მილიონი ლარი დახარჯა. 

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და „თბილსერვის ჯგუფს“ არ გაუფორმებია ხელშეკრულება არცერთ კომპანიასთან. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სიუჟეტი აგებული იყო დეზინფორმაციაზე და ემსახურებოდა საზოგადოების სიცრუეში შეყვანას.

გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, „თბილსერვისმა“ ჩაატარა ფასთა კვლევა, რათა დაედგინა გასანათებელი საშუალებების მიწოდებისა და მონტაჟის ღირებულება. აღნიშნულ ფასთა კვლევაში ორმა უმსხვილესმა კომპანიამ - Philips და IGuzzini მიიღო მონაწილეობა, თუმცა მომსახურება მერიას და მასზე დაქვემდებარებულ უწყებებს არ შეუსყიდია.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, ნუ შეიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში და მიაწოდეთ საზოგადოებას მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.