ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია, – ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სტუდენტ კონსტანტინე შუბითიძის კითხვას, ტერმინ ოკუპაციასთან რამე პრობლემა არსებობს, თუ რატომ არ იყენებს ამ ტერმინს, რატომ არ უწოდებს ცხინვალსა და აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ოკუპაციას.
„ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, ეს არის ქალბატონი კანცლერის პასუხი, მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია. ეს არის დაკავებული ტერიტორია, 20 პროცენტი და ეს რჩება უდიდეს, უხეშ უსამართლობად“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.