ისედაც ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, გვწამს, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი

ისედაც ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, გვწამს, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი

ისედაც ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, გვწამს, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანელი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

„საქართველო უნდა დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩემი თაობის ან ჩემი მშობლების თაობის არჩევანი. ჩვენ ისედაც ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და წვლილი გვაქვს ამ ევროპული ფასეულობების ფორმირებაში.

აქედან გამომდინარე, გვწამს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. ჩვენი მიზნები არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო – ჩვენ ვართ მხოლოდ მშვიდობაზე ორიენტირებული. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.

თუმცა, აქვე, არ გვაქვს ილუზია. ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ვართ ძალიან თანმიმდევრული და ვდგამთ ძალიან პროგნოზირებად ნაბიჯებს. აქედან გამომდინარე, გავაგრძელებთ იმ რეფორმების აქტიურ დანერგვას, რომელიც კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროპასთან და დარწმუნებული ვარ, როდესაც იქნება ამის მზაობა, საქართველო იქნება 100 პროცენტით სრულფასოვნად მზად, გახდეს, როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს წევრი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.